ქორიოდკარცინომა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდკარცინომა – (ლათ. chorioideus სისხლძარღვოვანი წნული + ბერძ. Karkinos კიბო + – oma სიმსივნე; სინ.: ქორიოიდული კარცინომა)ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე, რომელიც ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების ეპითელიდან. წარმოადგენს ქორიოიდპაპილომის ავთვისებიან ვარიანტს. გვხვდება საკმაოდ იშვიათად; კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია სიმსივნის და მისი მეტასტაზის ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით დამახასიათებელია თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები,