Tag Archives: მეტყველებაში

ფერშრობენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერშრობენი – (გერ. verschroben – უცნაური) პიროვნული  თავისებურება, რომელიც გამოიხატება უცნაური, გარეშე პირებისათვის სრულიად გაუგებარი, უცნაური ქმედებებით, ქცევის მანერებით, ჟესტებით, მიმიკით, მეტყველებაში გამოგონილი, აბსტრაქტული, უაზრო სიტყვებითა და გამოთქმებით. როგორც პიროვნების ცვლილების სახე, წარმოადგენს შიზოფრენიის დამახასიათებელ ნიშანს. აღინიშნება აგრეთვე ფსიქოპათიების ზოგიერთი ფორმების დროს, ზოგჯერ – სრულიად ჯანმრთელ ადმიანებშიც.

Read More

სამეტყველო აპარატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამეტყველო აპარატი – იმ ორგანოთა და სხეულის ნაწილთა ერთობლიობა, რომლებიც მონაწილეობენ ბგერების წარმოთქმაში (მეტყველებაში). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პარაფაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაფაზია – 1. საკუთარი აზრების ვერბალურად გამოხატვის უნარის დაქვეითება, ერთი სიტყვის მაგიერ, მეორის თქმა. 2. (ფსიქოლოგია) (ბერძ – para – მახლობლად, phasis — მეტყველება) – მეტყველების საჭირო ხმების (ასოები) ან სიტყვების შეცვლა სხვებით; ცალკეული ხმებისა (ასოების) და სიტყვების არასწორი გამოყენება ზეპირ და წერით მეტყველებაში. განასხვავებენ ორ ტიპს:

Read More