Tag Archives: მეჭეჭისებრი

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიბმან – საქსის ენდოკარდიტი – (E. Libman, ამერ. ექიმი; B. Sacks, ამერ. ექიმი) კედლისმიერი ან სარქვლოვანი ენდოკარდის ანთება, რაც დაკავშირებულია სისტემურ წითელ მგლურასთან; ხასიათდება მეჭეჭისებრი ჩანართების განვითარებით ენდოკარდზე და ვლინდება შუილით დაზიანებული სარქვლის ზემოთ; საბოლოოდ შესაძლოა ჩამოყალიბდეს გულის მანკი, ხშირად მიტრალური უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ვაზელინოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაზელინოდერმა – (vaselinoderma; ვაზელინი + ბერძ. derma კანი) ალერგიული დერმატიტი, რომელიც ვითარდება კანზე თეთრი ვაზელინის ზემოქმედებით; ვლინდება კანის ლიქენისმაგვარი ცვლილებებით, მეჭეჭისებრი წანაზარდებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა