Tag Archives: მიელომური

რუსტიცკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსტიცკის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმურუჯრედოვანი პარაპროტეინემიული რეტიკულოზი, პლაზმოციტომა, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. გვხვდება 40 წელს გადაცილებული ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში. დამახასიათებელია ოსალგია, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნორმოქრომული მიკროციტული ანემია, ერთმანეთზე დაწყობილი მონეტების მსგავსი ერითროციტების წყობა  –  სხვადასხვა პროცენტული ოდენობით, პლაზმური უჯრედების არსებობა პერიფერიულ სისხლში, მაღალი ედს,

Read More

მიელომური დაავადება

მიელომური დაავადება – 1. ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზების ჯგუფიდან – პლაზმური უჯრედების ზრდა ძვლის ტვინის ინფილტრაციით, ძვლოვანი ქსოვილის დაშლით და ნორმალური სისხლწარმოქმნის დარღვევით. ვლინდება სისუსტით, დაღლილობით, ოსტეოლიზის მრავლობითი კერებით, ძვლებში ტკივილით, ჰიპერკალციემიითა და სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით, ცილოვანი ცვლის დარღვევით, თირკმელების დაზიანებით, ანემიით. მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ზოგჯერ – სხივური თერაპია, პლაზმოფერეზი. 2. სისხლმბადი ორგანოების დაავადება,

Read More

ლიუბარშ – პიკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიუბარშ – პიკის სინდრომი – (О. Lubarsch, გერმ. პათოლოგი; L. Pick, გერმ. პათოლოგი) სისტემური ამილოიდოზის შერწყმა მაკროგლოსიასთან, მრავლობით ქსანთომებთან და ექკიმოზებთან, პროტეინურიასთან, ჰიპერქოლესტერინემიასთან და ანურიასთან; წარმოადგენს მიელომური დაავადების გართულებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კალერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალერის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმოციტომა, მიელომატოზი. პარაპროტეინემიური რეტიკულოზი, რეტიკულო – პლაზმოციტოზი. სისხლმბად ორგანოთა სიმსივნური დაავადება. დამახასიათებელია პლაზმოციტური უჯრედების დიფუზური ან კვანძოვანი ზრდა, რომელთაც აქვთ უნარი პარაპროტეინების პროდუცირებისა. კლინიკური სურათი ყალუბდება და გაპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით: სიმსივნური ზრდით სისხლმბად სისტემაში, პარაპროტეინების ჰიპერპროდუქციით, რასაც თან სდევს

Read More