Tag Archives: მიზეზები

ჰიპონატრიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპონატრიემია – სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება. მიზეზები – ნატრიუმის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში საკვებთან ერთად, მისი გაძლიერებული გამოყოფა ორგნიზმიდან, ორგანიზმში წყლის მომატებული შესვლა, ჰიპოკორტიციზმი და სხვ. გამოვლინებები უპირატესად ნევროლოგიურია, თავის ტინის უჯრედების გაფუების გამო (ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ჰიპომაგნიემია

ჰიპომაგნიემია  – ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომაგნიემია – სისხლის შრატში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება. ეტიოლოგია, პათოგენეზი მიზეზები: არარაციონალური კვება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ჰიპოდინამია, სტრესი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონალური კონტრაცეფცია, მრავალი ავადმყოფური მდგომარეობები. სიმპტომები, მიმდინარეობა ვლინდება სისუსტით, დეპრესიით, თავის ტკივილით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევებით, თრომბოზებისადმი, კრუნჩხვებისადმი, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით.

Read More

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ჰიპერქლორემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქლორემია – სისხლის შრატში ქლორიდების მომატებული შემცველობა. მიზეზები: სუფრის მარილის ჭარბი გამოყენება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გაუწყლოვნება და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა