Tag Archives: მიზეზები

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More