Tag Archives: მიკროსკოპში

გოლჯიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოლჯიოსომები – – გოლჯის კომპლექსის ფრაგმენტები, რომ­ლებიც ორმაგი მემბრანების პაკეტებთან შეერთებული ბუშტუკისებრი ვაკუოლებია – (ე.წ.ორთოვეზიკულები მემბრანები). სინათლის მიკროს­კოპში გოლჯიოსომებს ოსმიოფილური გრანულების სახე აქვს. მცენა­რეულ უჯრედებში ისინი შეიძლება იყოს ცალკეული დამოუკიდებელი წარმონაქმნები, რომლებიც ფუნქციით გოლჯის უჯრედშიდა ბადისებრი აპარატის ანალოგიურია. ტერმინ „გოლჯიოსომას“ ამ შემთხვევაში ხშირად ხმარობენ „დიქტიოსომის“ სინონიმად. (ც.

Read More

ბაქტერიული ფილტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიული ფილტრი – ბაქტერიებისა და სხვ. მიკროორგანიზმებისაგან სითხის გასაწმენდი აპარატი. ბაქტერიული ფილტრის ძირითადი ნაწილია ფორებიანი მფილტრავი ზედაპირი, რომელიც ატარებს სითხეს და აკავებს მიკროორგანიზმებს. გასაფილტრად საჭიროა გასაწმენდ სითხეზე წნევით ზემოქმედება ან მფილტრავი ზედაპირის მეორე მხარეს ჰაერის გაიშვიათება. არსებობს მინის, კერამიკული (მაგ., შამბერლანისა და ბერკეფელდის სანთლები) და მემბრანიანი ბაქტერიული

Read More