Tag Archives: მილის

სფინქტერი

სფინქტერი – მილისებრ ორგანოებში რგოლურად განლაგებული კუნთოვანი ბოჭკოების სისტემა, რომლის შეკუმშვის შედეგად მთლიანად იკეტება ან ვიწროვდება მილის სანათური. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სალპინგოსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სალპინგოსკოპია – (ბერძ. salpinx – მილი) სასმენის (ევსტაქის) მილის გამოკვლევა ოტოსალპინგოსკოპით მისი კედლების დათვალიერებით, რომელიც შეყვანილია ცხვირის ღრუდან ან პირიდან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სალპინგექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სალპინგექტომია – (ბერძ. Salpinx მილი + ekteme ამოკვეთა) საშვილოსნოს მილების ამოკვეთის ოპერაცია. გეგმური სალპინგექტომიის ჩვენებებია: საშვილოსნოს მილების ტომრისებრი ანთებითი წარმონაქმნები (ჰიდროსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, პიოსალპინქსი), რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. სასწრაფო  სალპინგექტომიის ჩვენებებია მილების პერფორაცია ან გაგლეჯვა პიოსალპინქსის დროს, მისი გადაგრეხვა ჰიდროსალპინქსის დროს, საშვილოსნოსგარეთა (მილის) ორსულობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

საკტოსალპინქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკტოსალპინქსი – (ბერძ. saktos – ავსებული და salpinx – მილი) სითხის დაგროვება (ჩვეულებრივ ექსუდატის) საშვილოსოს მილში, ცრუ სიმსივნის წარმოქმნით. წარმოიქმნება ანთებითი პროცესის შედეგად, რის შედეგადაც ხდება ფიბრინის შეწებება და შეხორცებების  წარმოქმნა მილის ამპულარულ ნაწილში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიოსალპინქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიოსალპინქსი – ჩირქის დაგროვება საშვილოსნოს მილში ადნექსიტის, სალპინგიტის დროს, განპირობებული მილის ამპულისა და საშვილოსნოს ნაწილის შეზრდით. ხშირად მიმდინარეობს ,,მწვავე მუცლის” სურათით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა