Tag Archives: მოლეკულურ

უჯრედული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული თეორია – უმნიშვნელოვანესი ფართო ბიოლოგიური განზოგადება, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: 1. უჯრედი ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომელიც ქმნის ყველა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების საფუძველს; 2. ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს უჯრედების განვითარების საერთო პრინციპი –  უჯრედების წარმოქმნის პრინციპი მათი მემკვიდრეობითი გაყოფით;

Read More

პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა – (lamina multiformis \polymorpha\) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების მეექვსე შრე, შედგება უპირატესად თითისტარისებრი ფორმის ნეირონებისაგან, რომელთა ნეირიტები მიემართებიან თეთრ ნივთიერებაში თავის ტვინის ეფერენტული გზების შემადგენლობაში, ხოლო დენდრიტები – მოლეკულურ შრეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

პირამიდული გარეთა ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული გარეთა ფირფიტა – (lamina pyramidalis externa) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების მესამე შრე, შედგება საშუალო პირამიდული უჯრედებისაგან, რომელთა მთავარი დენდრიტი გამოდის მწვერვალიდან და მიემართება მოლეკულურ შრეში, დანარჩენები კი – გვერდითი ზედაპირებიდან ქმნიან სინაპსებს ამავე შრის გვერდით უჯრედებთან. ნეირიტი გამოდის ფუძიდან და, ან ქერქის საზღვრებში რჩება, ან თეთრ

Read More

მარცვლოვანი გარეთა ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარცვლოვანი გარეთა ფირფიტა – (lamina granularis externa) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის მეორე შრე. შედგება სხვადასხვა ფორმის წვრილი ნეირონებისაგან, რომელთა დენდრიტები მიემართება მოლეკულურ შრეში, ხოლო ნეირიტები კი – ან თეთრ ნივთიერებაში, ან – მოლეკულურ შრეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

მარცვალა ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარცვალა ნეირონი – / მარცვალა – უჯრედი / ნათხემის (neuronum granuliforme – granoneurocytus) მდებარეობს ნათხემის ქერქის მარცვლოვან შრეში. მისი დენდრიტები ბოლოვდება იმავე შრეში და ქმნის ნათხემის გორგალს აფერენტულ ხავსისებურ ბოჭკოებთან ერთად, ხოლო მათი ნეირიტები მიემართება მოლეკულურ შრეში და ქმნის სინაპსებს მსხლისებრ, კალათისებრ და ვარსკვლავისებრ უჯრედთა დენდრიტებთან. (ც.

Read More