Tag Archives: მორჩის

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More

შავანის შაკიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შავანის შაკიკი – (J. A. Chavany, ფრან. ნევროპათოლოგი)თავის მუდმივი ტკივილი, რომელიც პერიოდულად ძლიერდება, განსაკუთრებით ემოციური დაძაბულობისას, გადაღლის ან თავის ხანგრძლივი ფიქსაციისას ერთ მდგომარეობაში, რასაც თან ახლავს ვერგეტატიური დარღვევები, მოთენთილობა ან უძილობა; განპირობებულია ტვინის მაგარი გარსის ნამგლისებრი მორჩის გაკირვით (სავარაუდოდ მემკვიდრეობითი). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ყბის მოტეხილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის მოტეხილობები – ყბის ძვლის მოტეხილობა მისი მთლიანობის დარღვევით. ეტიოლოგია. საყოფაცხოვრებო, სპორტული, ცეცხლნასროლი და სხვა სახის ტრავმები. პათოგენეზი. პათოლოგიური მოტეხილობები განპირობებულია სხვადასხვა დაავადებებით – ქრონიკული ოსტეომიელიტით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ფიბროზული ოსტიტით და სხვ. მოტეხილობები ჩვეულებრივ ღიაა. კლინიკური სურათი ვლინდება ტკივილის სინდრომით, ნატეხების გადანაცვლებით, მათი მოძრაობით, თანკბილვის ცვლილებით, მეტყველებისა

Read More

ქსიფოიდალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსიფოიდალგია – ტკივილი გულმკერდის მახვილისებრი მორჩის მიდამოში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს საკვების დიდი რაოდენობით მიღებისას, მოხრისა და გაშლის დროს, სხეულის მოტრიალებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქსილოპაგი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსილოპაგი – (xiphopagus; ანატ. processus xiphoideus  მახვილისებრი მორჩი + ბერძ.  pagos მიმაგრებული) ტყუპები, რომლებიც შეზრდილნი არიან ერთმანეთთან მახვილისებრი მორჩის მიდამოთი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა