Tag Archives: მოტეხილობების

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

ტენოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოლიზი  – (ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + lysis გახსნა, გათავისუფლება)ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს მყესების გათავისუფლებაში გამრემოცველ ქსოვილებთან ნაწიბუროვანი შეხორცებებისაგან. ასეთი შეხორცებები წარმოიქმნება რბილი ქსოვილების დაზიანების, ძვლების მოტეხილობების, ოპერაციული ჩარევების, ხანგრძლივი იმობილიზაციისა და სხვ. შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა