Tag Archives: მოქმედებით

ეფექტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეფექტორი – 1. ეფექტორული ორგანო, ადამიანისა და ცხოველის ყველა ორგანო (მაგ., კუნთები, ჯირკვლები), რომლებიც თავისი მოქმედებით უზრუნველყოფს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას შინაგან და გარეგან გაღიზიანებაზე. ეფექტორი რეფლექსური რკალის საბოლოო რგოლია. ნერვული სისტემის მოქმედება ორგანიზმის ამა თუ იმ რექციის დროს გაპირობებულია ეფექტორით. რეფლექსური აგზნების გარდა შესაძლებელია ეფექტორის უშუალო ამოქმედებაც

Read More

გრეგის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრეგის ტრიადა – (N. Gregg, ინგლ. ოფთალმოლოგი) კატარაქტის, სიყრუისა და გულის მანკების თანდაყოლილი კომბინაცია; აღინიშნება ბავშვებში, რომელთა დედებმაც გადაიტანეს წითურა ორსულობის პერიოდში; განპირობებულია დაავადების გამომწვევი ვირუსის ტერატოგენური მოქმედებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა