Tag Archives: მოქმედებით

ამილნიტრიტი

ამილნიტრიტი – აზოტოვანი მჟავისა და იზოამილის სპირტის რთული ეთერი. გამჭვირვალე, მოყვითალო აქროლადი სითხე, აქვს ხილის სუნი, tდუღ. 99°C ადვილად იხსნება სპირტში, ეთერსა და ქლოროფორმში, თითქმის არ იხსნება წყალში. სინათლისა და ჰაერის მოქმედებით იშლება. იხმარება სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებად სტენოკარდიული სეტევის დროს, აგრეთვე ანტიდოტად ციანწყალბადით მოწამვლის შემთხვევაში. ამილნიტრიტი არ ენიშნებათ გლაუკომით დაავადებულებს. ა. მშვიდობაძე [“1”] გაფრთხილება! ლალი

Read More

ალტერაცია

ალტერაცია – (გვიანდელი ლათ. alteracio – შეცვლა) ბიოლოგიაში, უჯრედის, ქსოვილის ან ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა მექანიკური, თბური, ელექტრული, ქიმიური და სხვ. დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედებით. ვითარდება თანდათანობით. გამოვლინების ადრეულ საფეხურზე ალტერაცია შეუქცევადია, მაგრამ დამაზიანებელი აგენტის ხანგრძლივ მოქმედებას შეიძლება უჯრედისა და ქსოვილის კვდომა მოჰყვეს. ალტერაციით გამოწვეული სტრუქტურული დარღვევა დაკავშირებულია უჯრედის კოლოიდების მდგომარეობის შეცვლასთან. აგზნებადი ქსოვილების (ნერვული,

Read More