Tag Archives: მოყრუება
ეოზინოფილური პნევმონია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური პნევმონია – ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატი (ლეფერის სინდრომი). დაავადება ხასიათდება ფილტვებში ინფილტრატების გაჩენით, რომელიც რენტგენოგრამაზე ჩანს გარდამავალი ჩრდილების სახით, პარალელურად სისხლში ეოზინოფილების რიცხვის გაზრდით. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და ჩვეულებრივ მთავრდება ერთი თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ალვეოლებში ალერგიული რეაქციების შედეგად. მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება ალერგიული პროცესის
გროკო – რაუხფუსის სამკუთხედი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გროკო – რაუხფუსის სამკუთხედი – პერკუტორული ხმის მოყრუება გულმკერდის ჯანმრთელ ნაწილზე, მოპირდაპირე მხარეზე მასიური ექსუდაციური პლევრიტის დროს; აქვს სწორკუთხა სამკუთხედის ფორმა, რომლის კათეტებია ხერხემალი (ექსუდატის დონის ქვევით) და ჯანმრთელი ფილტვის ქვედა საზღვარი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
ბამბერგერის სიმპტომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბამბერგერის სიმპტომი – (Н. Bamberger, ავსტრიელი პათოლოგი და თერაპევტი) 1. საუღლე ვენის პულსაცია გულის სამკარიანი სარქვლის უკმარისობის დროს 2. პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მარცხენა ბეჭის კუთხის ქვევით, რომელიც ქრება ავადმყოფის წინ დახრისას; აღინიშნება ექსუდაციური პერიკარდიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული
ბალენსის სიმპტომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალენსის სიმპტომი – (Ch. Ballance, ინგლ. ქირურგი) პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მუცლის ღრუს ორივე მხარეზე; მოყრუება მარცხნივ, რომელიც არ გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას მიუთითებს მუცლის ღრუში სისხლის შენადედების არსებობაზე, ხოლო მოყრუება მარჯვნივ, რომელიც გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის ცვლილებისას ნიშანია მუცლის ღრუში თხიერი სისხლის არსებობაზე; ნიშანია ელენთის გაგლეჯვისა. გაფრთხილება! ბმულები: