Tag Archives: მოშლასთან

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ტეი – საქსის სინდრომი

ტეი – საქსის სინდრომი – განგლიოდოზი. საქმე გვაქვს ცხიმოვანი ცვლის მოშლასთან (ლიპოიდოზი). ორგანიზმში არ არის ფერმენტი ჰექსოზამინადაზა, რის გამოც აღინიშნება განგლიოზის დაგროვება. გენი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული გზით. დაავადების სამი ფორმა გვხვდება: 1) ინფილტრატული (თვით ტეი – საქსის სინდრომი), 2) იუვენილური (ახალგაზრდული იხ.ბატენ – მეიო – ფოფტ – შპილმაიერის იუვენილური ფორმა), 3) მოზრდილთა (იხ.კუფს –

Read More

სამწვერა ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამწვერა ნერვის სინდრომი – (syndromum  nervi  trigemini) სახის არეში ტკივილების შერწყმა ზედაპირული მგრძნობელობის მოშლასთან იმავე მიდამოში, საღეჭი კუნთების დამბლასთან, რქოვანასა და კონიუნქტივის რეფლექსების დაკარგვასთან; აღინიშნება სამწვერა ნერვის დაზიანების მხარეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მხრის წნულის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხრის წნულის სინდრომი – (syndromum plexus brachialis) ხელებში ტკივილის, მხრის სარტყლისა და ხელის კუნთების პერიფერიული დამბლის შერწყმა ამ მიდამოში მგრძნობელობის ყველა სახის მოშლასთან; განპირობებულია მხრის სახსრის დაზიანებით, მაგ. ტრავმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეოთხე პარკუჭის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეოთხე პარკუჭის სინდრომი – (syndromum ventriculi quarti) ჰიპერტენზიული სინდრომის შერწყმა გულ – სისხლძარღვოვან დარღვევებთან და სუნთქვის მოშლასთან, ხშირად თავის იძულებითი მდებარეობით, ზოგჯერ განმზიდავი და სახის ნერვების პარეზებით; აღინიშნება თავის ტვინის მეოთხე პარკუჭის ოკლუზიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More