Tag Archives: მოშლილობანი

ტენიიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენიიდოზი – ადამიანისა და ცხოველის ჰელმინთოზი, რომელიც აერთიანებს ორ დაავადებას  –  ტენიოზს და ტენიარინქოზს. ტენიოზის გამომწვევია ღორის ლენტურა (Taenia solium), რომლის სიგრძე 2 მ აღწევს, შედგება თავის, კისრისა და პროგლოტიდებისაგან. ლენტურას მატლები  –  ცისტიცერკები (ფინები) პარაზიტობენ ღორის კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ადამიანი ავადდება ღორის ფინებიანი, თერმულად ცუდად

Read More

ოკულო – ბუკო – გენიტალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოკულო – ბუკო – გენიტალური სინდრომი – ორმხრივი ირიტის შეხამება პირის ღრუს რძიანასთან, სასქესო ორგანოების დაწყლულებასთან (ორივე სქესისათვის) , გარდა ამისა, აღინიშნება ერითემატოზული ხასიათის კანის ცვლილებანი და ხშირად ძლიერი ტკივილი სახსრებში. ეტიოლოგია უცნობია, შესაძლოა ვირუსული. ხშირად იწვევს ნერვული სისტემის გართულებებს მენინგო – ენცეფალიტის სახით. აქვს ბევრი კლინიკური

Read More

გილფორდ – ტენდლოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილფორდ – ტენდლოს სინდრომი – ანჰიდროზი. ექტოდერმული წარმოშობის მოშლილობა, რომლის ძირითადი სიმპტომებია: კომპლექსური ანჰიდროზი ან მაღალი ტემპერატურის გადაუტანლობა და თერმორეგულაციის მძიმე მოშლილობანი, კანის თმიანი ნაწილების ჰიპოტრიქოზი და კანის დანარჩენი ნაწილების ატრიქოზი, ცხიმის გამოყოფის შემცირება, ანოდონტია ან ჰიპოდონტია, ზოგჯერ უნაგირისებური ცხვირი, ატროფიული რინიტი, გამოდრეკილი შუბლი, განვითარების სხვა მანკები.

Read More