Tag Archives: მოძრაობითი

აგზნება

აგზნება – 1. უჯრედის (ქსოვილის) გადასვლის პროცესი მშვიდი მდგომარეობიდან მოქმედ მდგომარეობაში გარკვეული ზემოქმედების (სიგნალის) გავლენით; 2. ფსიქიატრიაში – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობის გამოხატული გაძლიერება.

აბსანსი ავტომატიზმის

აბსანსი ავტომატიზმის – რთული აბსანსი, რომელიც ხასიათდება სტერეოტიპულად განმეორებადი მოძრაობითი აქტებით: ტუჩების ან ენის მოძრაობებით, ავტომატური მოქმედებებისათვის დამახასიათებელი ჟესტებით (ტანსაცმლის, თმის, ვარცხნილობის წესრიგში მოყვანა და სხვ.)