Tag Archives: მოძრაობით

ფლუქტუაცია

ფლუქტუაცია – (ლათ. fluctuatio – ღელვა, რხევა)  სითხის არსებობის სიმპტომი დახურულ, ჩვეულებრივ, ზედაპირულად განლაგებულ ღრუში ელასტიკური კედლით. ფლუქტუაციის გამოსავლენად მკვეთრი ხანმოკლე მოძრაობით აწვებიან გამოსაკვლევ მიდამოს, რის შედეგადაც შეიგრძნობა პალპირებადი ზედაპირის ზამბარისებრი მოძრაობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

სანგვინიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანგვინიკი – (ფსიქოლოგია)  (ლათ. san – quis – სისხლი) სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ – ერთი, დამახასიათებელი მაღალი ფსიქიკური აქტივობით, ენერგიულობით, შრომისუნარიანობით, ცოცხალი და სწრაფი მოძრაობით, მიმიკის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, მეტყველების სწრაფი ტემპით. სანგვინიკს ახასიათებს შთაბეჭდილებათა სწრაფი ცვლა, გარემომცველ მოვლენებზე სწრაფი და ადვილი რეაგირება, თანაზიარობა.

Read More