Tag Archives: მრავალშრიანი

მბგერავი ნაოჭები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მბგერავი ნაოჭები – (plicae vocales ლათ.plica – ნაოჭი)  ხორხის ლორწოვანი გარსის ნაოჭები, დაფარული მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, რომლის სისქეში ლოკალიზებულია განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი (უზრუნველყოფს ნაოჭებს შორის სანათურის ცვლილებებს ხმის წარმოქმნის დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ეპიდერმოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმოიდი – კანის ცისტა, რომლის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით, ხოლო შემცველობა წარმოდგენლია გარქოვანებული ქერცლებით. წარმოადგენს სიმსივნისმაგვარ რბილ, მრგვალ წარმონაქმნს. დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათითა და ჰისტოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა