Tag Archives: მრავალშრიანი

ეპიდერმისის რქოვანა შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმისის რქოვანა შრე – (stratum corneum ლათ. cornu – რქა) მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმის ყველა­ზე ზედაპირული შრე. შედგება რქოვანა ქერცლებისაგან (squamula cornea) – გარქოვანებული ეპიდერმოციტებისაგან, რომელთა რაოდენობა ხელისა და ფეხის გულებზე ჭარბობს ყველა დანარჩენ შრეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ეპიდერმისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმისი – (epidermis ბერძნ.epi – ზევით და derma, dermatos – კანი) კანის გარეთა საფარი, წარმოდგენილი მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმით და შედგება 5 მორფოფუნქციური შრი­საგან: ბაზალური, წვეტიანი, მარცვლოვანი, პრიალა და გარქოვანებუ­ლისაგან. სხვადასხვა გარე და შინაგან ფაქტორთა ზემოქმედებით ეპიდერმისის მორფოლოგიური თავისებურებანი იცვლება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More