Tag Archives: მსგავსია

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები – შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია და ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანება, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუს და ფუძეს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.

Read More

ჩართული დისკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩართული დისკოები – (disci intercalati)  გულის კუნთის ქსო­ვილის ბოჭკოებში უჯრედშორისი საზღვრები. თავისი ულტრასტრუქ­ტურით ჩართული დისკოები ანუ ფირფიტები დესმოსომების მსგავსია და მათ აქვთ არასწორი ზიგზაგისებრი ხაზის სახე, რომელიც წარ­მოქმნილია ორი მოსაზღვრე კუნთოვანი უჯრედის (კარდიომიო­ციტის) ციტოპლაზმური მემბრანებისაგან. ჩართულ დისკოებზე მთავ­რდება გულის კუნთის ბოჭკოების პროტოფიბრილები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

ფსიქოზი ინდუცირებული (ინდუცირებული შეშლილობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოზი ინდუცირებული (ინდუცირებული შეშლილობა) – ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში ფსიქიკურად დაავადებულთან ხანგრძლივი ურთიერთიბისას; ფსიქოზის გამოვლინება მსგავსია ამ უკანასკნელის კლინიკისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსევდოკოკციდიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოკოკციდიოზი – კანისა და კანქვეშა უჯრედისის  იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია პიოკოკური და სოკოვანი (საფუარისმაგვარი და ქსლისებრი სოკოები) ფლორით; კლინიკურად მსგავსია კოკქციდიოდური მიკოზის ქრონიკული ფორმისა. დაზიანების კერები წარმოდგენილია ანთებითი ინფილტრატებისა და კვანძების სახით, რომლებიც იხსნება და წარმოქმნის ნაწიბურებს; კერები ლოკალიზებულია იღლიისქვეშა არეში, დუნდულოებზე, შორისის რეში. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

სტრეპტობაცილოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრეპტობაცილოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სტრეპტობაცილა და მსგავსია სოდოკუს დაავადებისა. დასნებოვნება ხდება ვირთხებისა და სხვა მღრნელების კბენით და ვლინდება 2 – 10 დღის შემდეგ დასნებოვნებიდან. ხასიათდება მაღალი ცხელებით, ინტოქსიკაციით, კანზე გამონაყრით, პოლიართრიტით. გრძელდება 2 კვირამდე. შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიაგნოზი ზუსტდება  მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა –

Read More