Tag Archives: მსხვილი

არაქნოდაქტილია

არაქნოდაქტილია – (arachnodactylia; ბერძ. Arachne ობობა + daktylos თითი; სინ.: დოლიქოსტენომელია, აკრომაკრია, ჰიპერქონდროპლაზია) კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის მემკვიდრეობითი დაზიანება; ვლინდება ძვლოვანი სისტემის ანომალიებით. არაქნოდაქტილიისათვის დამახასიათებელია გრძელი, თხელი თითები, თითისტარისებრი ფორმის გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები ფართოა, ნეკნის ხრტილები მსხვილი და რბილია; დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი – გაურკვეველი ბუნების დაავადება: მსხვილი, მათ შორის სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული არასპეციფიკური ანთება, რომელიც იწვევს ნაწლავის კედლის დანეკროზებას, წყლულების, ეროზიების და ა. შ. განვითარებას. ვლინდება ტკივილებით მუცელში, ფაღარათით და ტენეზმებით, ნაწლავური სისხლდენებით, მაღალი ტემპერატურით; ნაწლაგარეშე გამოვლინებებით – კანის, თვალების ლორწოვანი გარსების დაზიანებით, პოლიართრიტით, ღვიძლის, თირკმელების და სხვ. დაზიანებებით. გართულებებია: პროფუზული სისხლდენა,

Read More