Tag Archives: მყესების

შტილერი სახე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტილერი სახე – შტილერის ჰაბიტუსი, შტილერის შესახედაობა, ეგრეთ წოდებული პარალიზირებული (დადამბლავებული) გულმკერდი, ტონალური ასთენია. დამახასიათებელია ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, ასთენიკებისათვის, რომელთაც აქვთ ენტერპტოზი მოძრავი თირკმლით, გულმკერდი ამ დროს არის გრძელი, ბრტყელი, მახვილი ეპიგასტრალური კუთხით. ხშირად პირებს ასეთი გულმკერდით არასამართლიანად აუცილებლად ტუბერკულოზით დაავადებულად მიიჩნევენ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ტენოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოლიზი  – (ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + lysis გახსნა, გათავისუფლება)ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს მყესების გათავისუფლებაში გამრემოცველ ქსოვილებთან ნაწიბუროვანი შეხორცებებისაგან. ასეთი შეხორცებები წარმოიქმნება რბილი ქსოვილების დაზიანების, ძვლების მოტეხილობების, ოპერაციული ჩარევების, ხანგრძლივი იმობილიზაციისა და სხვ. შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტენოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოგრაფია – (ბერძ. Tenon მყესი + grapho წერა, გამოსახვა; სინ.: ტენონოგრაფია)მყესების ბუდეების რენტგენოლოგიური გამოკვლევა მათი ხელოვნური კონტრასტირების გზით; პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება, ძირითადად ძვლის მყესოვანი ბუდეების მდგომარეობის შესაფასებლად რევმატიული ართრიტისა და მცირე წვივის კუნთების მყესების დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტენდინოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენდინოპათიები – მყესების მიკროტრავმული ეტიოლოგიის დეგენერაციულ – ანთებითი დაავადებების საერთო სახელწოდება  და მათი დაზიანება სერონეგატიური სპონდილოპათიების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More