Tag Archives: მწოლიარე

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

ოპელის სიმპტომი – ტერფის სწრაფი გაფერმკრთალება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპელის სიმპტომი – ტერფის სწრაფი გაფერმკრთალება – ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში საწოლის ზედაპირიდან 40 – 50 სმ – ის სიმაღლეზე აწევისას და მისი ლაქოვანი ციანოზი იატაკზე დაშვების შემდეგ. აღინიშნება ქვემო კიდურის არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის და ენდარტერიტის დროს. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More