Tag Archives: მჯდომარე

პერეზის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერეზის ნიშანი – (J. Perez) 1. ფილტვების მიდამოში აუსკულტაციით გამოვლენილი ტკაცუნი, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაში ხელს სწევს ზევით ან ქვევით უშვებს; ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფიბროზული მედიასტინიტის, ასევე აორტის რკალის ანევრიზმის დროს. 2. პლევრის ხახუნი, რომელიც მოისმინება გულმკერდის ზედა მესამედში, როდესაც ავადმყოფი ხელს ზევით სწევს ან უშვებს

Read More

ამოსის სიმპტომი

ამოსის სიმპტომი – (Н. L. Amoss, ამერ. ექიმი) ავადმყოფის უუნარობა მწოლიარე მდგომარეობიდან გადავიდეს მჯდომარე მდგომარეობაში უკან ხელების დაყრდნობის გარეშე; აღინიშნება მიოპათიისა და პოლიომიელიტის დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .