Tag Archives: ნათელ

პარათიროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათიროციტები – (endocrinocyti parathyroidei) ფარისებრახლო ჯირკვლების პარენქიმის ჯირკვლოვანი უჯრედები, რომელთა შორის არჩევენ მთავარ (endocrinocytus principalis – ნათელ და მუქ) და აციდოფილურ / ოქსიფილურ / (endocrinocytus oxyhilus) უჯრედებს. უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ პარატირინს, რომელიც არეგულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

მცირე ლიმფოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ლიმფოციტი – (lymphocytus parvus ლათ. parvus – მცირე) სისხლის ყველა ლიმფოციტის უმეტესი ნაწილი, დიამეტრი 7 მკმ – მდეა. არჩევენ ნათელ (70 – 75%) და მუქ (12 – 13%) ლიმფოციტებს, რომლებიც ორგანელების სხვადასხვა შემცველობით განსხვავდებიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More