Tag Archives: ლოკალიზდებიან

პინეალოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინეალოციტები – (endocrinocyti pineales) ეპიფიზის ჯირკვლოვანი უჯრედები, ლოკალიზდებიან ეპიფიზის წილაკთა ცენტრში; არჩევენ მთავარ (ნათელ) პინეალურ უჯრედებს (endocrinocytus lucidus) და მუქ უჯრედებს (endocrinocytus densus) ციტოპლაზმაში აციდოფილური და ბაზოფილური გრანულებით; გამოიმუშავებენ მელატონინსა და რიგ ცილოვან ჰორმონებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

პერიციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიციტი – 1. (pericytus, LNH; პერი – + ჰისტ. cytus უჯრედი; სინ.: ადვენტიციური უჯრედი, პერივასკულარული უჯრედი) ნაკლებდიფერენცირებული შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედი, რომელიც ეკვრის კაპილარის, არტერიოლებისა და ვენულების კედელს გარედან; პერიციტი ასრულებს ფაგოციტურ ფუნქციას, მონაწილეობს კაპილარების სანათურის ცვლილებაში. 2.  მცირედ დიფერენცირებული შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები, რომლებიც გარედან ეკვრიან სისხლძარღვოვან კაპილარებსა და ლოკალიზდებიან

Read More