Tag Archives: ნათხემოვანი

ცერებროსპინური დეგენერაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური დეგენერაციები – (ცერებროსპინალური ატაქსიები) მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ნათხემისა და ზურგის ტვინის გამტარი სისტემების დეგენერაციით, რიგ შემთხვევებში ღეროს, ბაზალური განგლიების, მხედველობის ნერვის, ბადურის, პერიფერიული ნერვების ჩართვით. კლინიკურად ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, მხედველობის დარღვევით, დემენციით, პოლინევროპათიის ნიშნებით და ა. შ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის სისხლძარღვებისა და ნივთიერების სიმეტრიული კალციფიკაციით, უწინარეს ყოვლისა ბაზალური განგლიებისა და ნათხემის მიდამოში. გამოყოფენ დაავადების ინფანტილურ – იუვენილურ ფორმას, რომელიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში ოლიგოფრენიით, ეპილეფსიური გულყრებით, ქორეოათეტოზით, და სენილურ ფორმას, რომელიც ვითარდება საშუალო და მოხუცებულობით ასაკში და ხასიათდება

Read More

სპინოცერებელარული დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინოცერებელარული დეგენერაცია – (degeneratio spinocerebellaris; ანატ. medulla spinalis ზურგის ტვინი + cerebellum ნათხემი) ზურგის ტვინში ნათხემოვანი გზების დისტროფია; ხშირია მემკვიდრეობითი დაავადებების დროს (ფრიდრეიხის დაავადება და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეფსუმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეფსუმის დაავადება – იშვიათი ავტოსომურ – რეცესიული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმის დარღვევასთან და ორგანიზმში ფიტანის მჟავის დაგროვებასთან. ვლინდება ბავშვობაში ან ყრმობის ასაკში დემიელინიზირებადი სენსომოტორული პოლინევროპათიით, ნათხემოვანი ატაქსიით, ბადურას პიგმენტური დეგენერაციით, კატარაქტით, იქთიოზით, ანოსმიით. შესაძლებელია უეცარი სიკვდილი გულის დაზიანების გამო. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

პელიცეუს – მერცბახერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელიცეუს – მერცბახერის დაავადება – ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ლეიკოდისტროფიების ჯგუფს; გადაეცემა უპირატესად რეცესიული ტიპით და დაკავშირებულია მიელინის ერთ – ერთი ცილის სინთეზის დარღვევასთან. ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში ან წლებში უხეში ნისტაგმით, სპასტიკური ტეტრაპარეზით, ნათხემოვანი ატაქსიით, ქორეოათეტოზით, მხედველობის ნერვის ატრიფიით. ავადმყოფები ცოცხლობენ 15 – 20

Read More