Tag Archives: ნაღვლის

წყლულოვანი დაავადება

წყლულოვანი დაავადება – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავისა, კრიუველიეს დაავადება, ადამიანის ქრონიკული ციკლურად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს წყლულების გაჩენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. 1829 ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად გამოყო ფრანგმა ექიმმა ჟ. კრიუველიემ. დაავადების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული თეორია არ არსებობ. მისი გახშირების ტენდენციას უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს, ნერვულ – ფსიქიკურ დაძაბვას, უარყოფით ემოციებს, სტრესს, ქრონ. ინტოქსიკაციას

Read More

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

ციტოპლაზმის ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის ჩანართები – (inclusiones cytoplasmatis სინ.დეიტოპლაზმა, პარაპლაზმა) – ციტოპლაზმის არამუდმივი ნაწილები, რომლებიც უფრო ხშირად არიან უჯრედშიგა ცვლის პროდუქტები ან სეკრეციის და პიგმენტების წარმოქმნის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებანი, ან ფაგოციტოზისა და პინოციტოზის საშუალებით უჯრედის მიერ გარემოდან შთანთქმული ნაწილაკები. თხიერ ჩანართებს ეწოდება ვაკუოლები, მკვრივს – გრანულები. არჩევენ ჩანართების რამდენიმე ჯგუფს:

Read More

ღვიძლის ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ფირფიტა – (lamina hepatica)    ღვიძლის  უჯრედების ჰეპატოციტების ჭიმი, ბაგირაკი განლაგებული რადიალური მიმართულებით წილაკის პერიფერიიდან ცენტრისაკენ; მათ შორის იმავე მიმართულებით გაივლის ჰემაკაპილარები, ხოლო ღვიძლის ფირფიტის შიგნით  –  ნაღვლის კაპილარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ღვიძლის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ტრიადა – (trias hepatica ბერძნ.trias, triados  –  რიცხვი სამი)   კარის ვენის, ღვიძლის არტერიის და ნაღვლის სადინრის ტო­ტები, რომლებიც ერთმანეთს გასდევს ღვიძლის წილაკებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა