Tag Archives: ნაყოფი

აბორტუსი

განმარტებითი ლექსიკონი აბორტუსი – აბორტის პროდუქტი, 500 გრ-ზე ნაკლები წონის ნაყოფი,რომელიც აბორტის დროს იყო გამოტანილი საშვილოსნოდან დაღუპული ან დაუმოკიდებლად გადარჩენის უნარის გარეშე.

კარცინომოემბრიონული ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი კარცინომოემბრიონული ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ნაყოფის ორგანიზმში და ჯანმრთელ მოზდრილ ადამიანში არ ხვდება.შეიძლება გამომუშავდეს კარცინომის დროს (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს),მაგრამ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის მცირედ მგრძნობიარე მარკერი.კარცინომოემბრიონული ანტიგენი ონკოფეტალური ანტიგენის მაგალითია,რომელიც გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიმსივნეების ინდიკატორი.  

საყლაპავი მილის ატრეზია

განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავი მილის ატრეზია – ანტენატალური განვითარების პათოლოგია,როდესაც ნაყოფის საყლაპავი მილი ბოლომდე არ ფორმირდება.საყლაპავი მილი კუჭის მისვლამდე ყრუდ მთავრდება,რის შედეგად საკვები ვერ გადადის კუჭში.

სქესის განსაზღვრა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

შემუშავებულია ნაყოფის სქესის დადგენის ახალი, უსაფრთხო მეთოდი

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდი ორსულობის ადრეულ სტადიებზე. გამოკვლევები ტარდებოდა 2003-2009 წლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 201 ორსულმა ნიდერლანდელმა ქალმა. ანალიზები ჩაუტარდა 189 ქალს; ყველა მიღებული შედეგი აღმოჩნდა სწორი და მზად იყო 2-4 დღეში.
ახალი მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვის სქესის დადგენა ხდება ორსულობის მე-5 კვირაზე, დედისა და მამის სისხლის ნიმუშების მიხედვით. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ორსული ქალის სისხლიდან გამოყოფენ დნმ-ს და იკვლევენ მასში Y-ქრომოსომების გენების (SRY) და DYS-14 გენის არსებობას, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის მამრობით სქესს.

Read More