Tag Archives: ნაყოფი

სქესის განსაზღვრა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

შემუშავებულია ნაყოფის სქესის დადგენის ახალი, უსაფრთხო მეთოდი

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდი ორსულობის ადრეულ სტადიებზე. გამოკვლევები ტარდებოდა 2003-2009 წლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 201 ორსულმა ნიდერლანდელმა ქალმა. ანალიზები ჩაუტარდა 189 ქალს; ყველა მიღებული შედეგი აღმოჩნდა სწორი და მზად იყო 2-4 დღეში.
ახალი მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვის სქესის დადგენა ხდება ორსულობის მე-5 კვირაზე, დედისა და მამის სისხლის ნიმუშების მიხედვით. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ორსული ქალის სისხლიდან გამოყოფენ დნმ-ს და იკვლევენ მასში Y-ქრომოსომების გენების (SRY) და DYS-14 გენის არსებობას, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის მამრობით სქესს.

Read More

პროდუქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროდუქტი – 1) საგანი, ნივთიერება, რომელიც მიღებულია ადამიანის შრომის შედეგად; 2) სურსათ – სანოვაგე; 3) სხვა ნივთირებებიდან ქიმიური გზით წარმოქმნილი ნივთიერება; 4) რისიმე შედეგი, ნაყოფი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა