Tag Archives: ნაწიბურ

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

სნედონ – ვილკინსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სნედონ – ვილკინსონის სინდრომი – (სინ.: სუბკორნეალური პუსტულოზური დერმატოზი) – ქრონიკული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება სუბკორნეალური წვრილი პუსტულების წარმოქმნით, რომლებიც წრისებურად ან ხაზობრივად არიან განლაგებული სხეულის კანზე, იღლიისქვეშა ფოსოებში და საზარდულის ნაოჭებში; წარმოადგენს შედარებით იშვიათ დაავადებას. კლინიკურად ხასიათდება პირველადი ელემენტის – პატარა, 5 მმ – მდე დიამეტრის პუსტულის,

Read More

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More

რობინსონ – ფურნიეს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რობინსონ – ფურნიეს სიმპტომი – (სტომატ.) ადრეული თანდაყოლილი სიფილისის ნიშანი: ნაწიბურები პირის ირგვლივ კანზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნაფხანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაფხანი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადებას თან სდევს გამონაყრის გაჩენა და ქავილი. განასხვავებენ კვანძოვან და გებრის ნაფხანს. კვანძოვანი ნაფხანი ხშირად უვითარდებათ 25 – 50 წლის ასაკის ქალებს. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. სიმპტომები. უპირატესად ზედა და ქვედა კიდურების კანზე ჩნდება ნახევარსფეროსებური, ოსპის ზომიდან ბარდას მარცვლის ზომის, ზოგჯერ

Read More