Tag Archives: ნაწლავის

ნაწლავის კრიპტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის კრიპტა – (crypta intestinalis ბერძნ.crypta – ფარული, მიწისქვეშა) ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ლულისებრი ჩაღრმავება, ლოკალიზებული ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფი­ტაში. ეპითელიუმი შედგება ყაითნოვანი, ფიალისებრი, ენდოკრინული, არგიროფილური, აციდოფილურ – მარცვლოვანი ნაწლავის უჯრედებისა და არადიფერენცირებული (მცირედდიფერენცირებული) უყაითნო ეპითელიოციტებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ნაწლავის ინფარქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის ინფარქტი – ნაწლავის უბნის ნეკროზი მისი მკვებავი მუცლის აორტის ტოტის თრომბით ან ემბოლით დახშობის შედეგად. პირველი გამობლინებებია: ინტენსიური ტკივილები მუცელში, პალპაციისას მისი ზომიერი ტკივილი, დეფეკაციის გახშირება თხიერი, სისხლნარევი განავლით. შემდგომში – ნაწლავის გაუვალობა და ინტოქსიკაცია, ფინალში კი ვითარდება პერიტონიტი. მკურნალობა – ქირურგიული. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More