Tag Archives: ნახულობენ

ფსამოზური სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსამოზური სხეულაკები – (ბერძ. Psammos ქვიშა) წვრილი, სფერული, შრეობრივი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება კალციუმის მარილებისაგან. ფსამოზური სხეულაკებს ნახულობენ თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულის შემაერთებელ ქსოვილში და ქსლისებრ გარსში, თავისა და ზურგის ტვინის მაგარი გარსების შიგნითა შრეებში, ჯალღუზისებრ სხეულში (ეპიფიზში), ასევე სხვადასხვა სიმსივნეებში – ფიბრომაში, მენინგიომაში, ფიბროსარკომაში, საკვერცხეების ცისტაში

Read More

პარანეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება

Read More