Tag Archives: ნახულობენ

ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი

Read More

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი – . ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება; შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.  ქრონიკული ქოლეცისტიტი წყნარ პერიოდში ვლინდება ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევით, იშვიათად – ღებინებით, ცუდი მადით, პირის ღრუში სიმწარით. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოვლინდეს დიეტის დარღვევისას, ცხიმიანი საკვების მიღებისას. ავადმყოფის გამოკვლევით აღინიშნება მტკივნეულობა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. დიაგნოზი შესაძლოა დადასტურდეს სპეციალური გამოკვლევებით (დუოდენალური ზონდირებისას

Read More

ფსამოზური სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსამოზური სხეულაკები – (ბერძ. Psammos ქვიშა) წვრილი, სფერული, შრეობრივი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება კალციუმის მარილებისაგან. ფსამოზური სხეულაკებს ნახულობენ თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულის შემაერთებელ ქსოვილში და ქსლისებრ გარსში, თავისა და ზურგის ტვინის მაგარი გარსების შიგნითა შრეებში, ჯალღუზისებრ სხეულში (ეპიფიზში), ასევე სხვადასხვა სიმსივნეებში – ფიბრომაში, მენინგიომაში, ფიბროსარკომაში, საკვერცხეების ცისტაში

Read More

პარანეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება

Read More

ორსულთა ნეფროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორსულთა ნეფროპათია – (მეან.)ორსულთა მოგვიანებითი ტოქსიკოზის ერთ – ერთი ეტაპი (წყალმანკი, ნეფროპათია, პრეეკლამფსია, ეკლამფსია). სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: შეშუპება, შარდში ცილა (ალბუმინურია), არტერიული წნევის მომატება. ორი სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება დაისვას ნეფროპათიის დიაგნოზი. ჩვეულებრივ ნეფროპათიას წინ უძღვის ორსულთა წყალმანკი. სისტოლური წნევა შეიძლება გაიზარდოს 200 მმ.ვწყ.სვ

Read More