Tag Archives: ნეირონთა

სტერეოტაქსური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტერეოტაქსური მეთოდი – (ბერძ. Stereos მყარი, მოცულობითი სივრცითი + taxis განლაგება) ტვინის ღრმად მდებარე სტრუქტურებზე ქირურგიული ზემოქმედების მეთოდი ტვინის და ქალას ორიენტირების გამოყენებით. ნეიროქირურგიაში და ნეიროფიზიოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის გარკვეულ წერტილამდე მიღწევა ქირურგიული ინსტრუმენტით, ისე რომ მინიმალურად დაზიანდეს მისი სხვა ნაწილები. სტერეოტაქსული მეთოდის ძირითადი ამოცანაა ტვინის სამიზნე

Read More

საყლაპავის აქალაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის აქალაზია – ნეირონთა თანდაყოლილი დეფიციტი საყლაპავის გასწვრივ, კუნთთაშორისი წნულების განგლიებში; ვლინდება კარდიის გაღებისა და ყლაპვის აქტის დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერსევერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერსევერაცია – (ფსიქოლოგია) (ლათ. perseveratio – შეუპოვრობა) რაიმე მოქმედების, აზრების, ან განცდების ციკლური განმეორება ან დაჟინებული კვლავწარმოქმნა, ხშირად შეგნებული განზრახვის მიუხედავად. განასხვავებენ პერსევერაციას მოტორულ, ემოციურ, სენსორულ – პერცეპტიულ (იხ. ეიდეტიზმი) და ინტელექტუალურ სფეროებში. პერსევერაციისადმი ტენდენცია ხშირად აღინიშნება თვის ტვინის ლოკალური დაზიანებებისას, მეტყველების, მოტორული და ემოციურ დარღვევებისას; პერსევერაცია

Read More

ნეირონთაშორისი სინაფსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონთაშორისი სინაფსი – (synapsis interneuralis) – ერთი ნეიროციტის მორჩის მეორე ნეირონის სხეულთან ან მორჩთან კავშირის ფორმა, ახორციელებს ნერვული იმპულსის გადაცემას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მსხლისებრი ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსხლისებრი ნეირონი – (neuronum piriforme – neurocytus piriformis)  ნათხემის ქერქის შუა შრის ეფერენტული ნეირონი, რომლის ნეირიტები ნათხემის ქერქიდან გამოსვლის შემდეგ წარმოქმნის ეფერენტული შემაკავებელი გზების დაწყებით რგოლს. ამ ნეირონთა დენდრიტები მოლეკულური შრის სისქეში მდებარეობენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More