Tag Archives: ნეკნ

ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მას  შემდეგ, რაც კისტა აღწევს მნიშვნელოვან ზომებს და ახდენს მნიშვნელოვან

Read More

პეჯეტ – შრეტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეჯეტ – შრეტერის სინდრომი – (J. Paget, ინგ. ქირურგი და პათოლოგი; L. Schroetter, ავსტრ. ოტორინოლარინგოლოგი; სინ.: ტრავმული ვენოსპაზმი) ლავიწქვეშა ვენის თრომბოზი, რომელიც უკავშირდება მის ტრავმირებას ნეკნ – ლავიწის შუალედის არეში. სინდრომი საჭიროა განვასხვავოთ ლავიწქვეშა და იღლიის ქვეშა ვენების სხვა გენეზის თრომბოზებისაგან; სინდრომის ყველაზე ადრეული და ხშირი სიმპტომია

Read More

ნაღვლკენჭოვანი დაავადება

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – (ქირურგ.) ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების წარმოქმნით. მის განვითარებას ხელს უწყობს ქოლესტერინის და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები, ნაღვლის გამოსვლის დარღვევა ბუშტიდან. კენჭები შეიძლება შედგებოდნენ ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, კალციუმის მარილებისგან. სიმპტომები. ყველაზე ტიპიურია ნაღვლის კოლიკა და დისპეფსიური მოვლენები. კოლიკის დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად ძალიან ძლიერი, მარცხენა ნეკნქვეშა

Read More

ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა – (ქირურგ.) შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ნაღვლის სადინრის მწვავე დახშობა ჩვეულებრივ ვითარდება მასში ან დიდი დუოდენალური დვრილის მიდამოში ნაღვლის კენჭის გაჭედვის შემთხვევაში. ნაღვლის საერთო სადინრის ქრონიკული დახშობა ვითარდება სადინრის, პანკრეასის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნით, ანთებითი ინფილტრატით ზეწოლის შედეგად, აგრეთვე ანთებითი პროცესის

Read More

ნაღვლის ბუშტის პერფორაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღვლის ბუშტის პერფორაცია – (ქირურგ.) ჩვეულებრივ გვხდება ნაღველკენჭოვანი დაავადების, მწვავე ქოლეცისტიტის, ნაღვლის ბუშტის კიბოს დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ზოგადი მდგომარეობის უეცარი გაუარესება, მწვავე ტკივილები მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში, ზოგჯერ შოკის განვითარებაც. მწვავე პერიტონიტის გამოვლინებების უეცარი განვითარება. მკურნალობა. სასწრაფო ოპერაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More