Tag Archives: ნეკროზი

ანალგეტიკური ნეფროპათია

ანალგეტიკური ნეფროპათია – კლინიკური სინდრომი: თირკმლის მილაკების დაზიანება არანარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად. აღინიშნება უპირატესად ქალებში. ვლინდება პოლიურიით, ნიქტურიით, კრუნჩხვებით, ლეიკოციტურიით, პროტეინურიით, ჰემატურიით, თანდათანობით თირკმლის უკმარისობის განვითარებით. გართულებებია: თირკმლის დვრილების ნეკროზი, პიელონეფრიტი, ნეფროკალცინოზი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალკენის სინდრომი

ალკენის სინდრომი – პროსტატოპათია, პროსტატის ნეკროზი, პროსტატორეა. უროგენიტალური სისტემის ნეიროვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა მამაკაცებში, შარდიდან დაცლის ფუნქციური დარღვევები. ნიშნები: პოლაკიურია სიცივეზე და ნერვიულობის დროს, დიზურია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (სუსტი ერექცია, თესლის ნაადრევი დაღვრა), დიზესთეზია შორისის მიდამოში – სიცივის შეგრძნება, ჰიპო – ან ჰიპერესთეზია, ქავილი, პროსტატორეა, თესლის სპონტანური დაქცევა დეფეკაციის ან შარდვის დროს. რექტალური გასინჯვით შეიმჩნევა წინამდებარე

Read More