Tag Archives: ნერვული

ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

აქსონოტმეზი

განმარტებითი ლექსიკონი აქსონოტმეზი – დაუზიანებელი ნერვული გარსის შიგნით ნერვული ბოჭკოების (აქსონების) გაწყვეტა .შეიძლება განვითარდეს ნერვულ ბოჭკოზე ძლიერი ზეწოლის ან მოჭერის შედეგად.მას თან ახლავს გაწყვეტის წერტილის ზემოთ ნერვის დეგენერაციული ცვლილებები.ნერვის რეგენერაციისთვის პროგნოზი კარგია.

ადრენერგული

განმარტებითი ლექსიკონი ადრენერგული – იმ ნერვული ბოჭკოების აღსაწერად გამოიყენება,რომლებიც იყენებენ ნორადრენალინს როგორც ნეირომედიატორს.

ანტიქოლინესთერაზა

განმარტებითი ლექსიკონი ანტიქოლინესთერაზა – ნებისმიერი ნივთიერება,რომელიც თრგუნავს ქოლინესთერაზას (ფერმენტის,რომელიც პასუხისმგებელია აცეტილქოლინის დაშლაში და ამით  აცეტილქოლინს ნერვული იმპულსების გატარების საშუალებას აძლევს) მოქმედებას.

გასტროპარეზი

განმარტებითი ლექსიკონი გასტროპარეზი – ნერვულ-კუნთოვანი ხასიათის მოშლილობა,რომლის დროსაც კუჭში ხდება  საკვების შენელებული მონელება და მისი განთავისუფლება (საკვების ევაკუაცია კუჭიდან);ჩვეულებრივად მას თან ახლავს გულისრევა,ღებინება ან გაბერილობა.