Tag Archives: ნერწყვდენა

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად

Read More

როლანდის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როლანდის ეპილეფსია – ბავშვთა ასაკის იდიოპათიური პარციალური ეპილეფსიის  ვარიანტი, რომელიც მემკკვიდრულად გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ვლინდება გულყრებით, რომლებიც ხასიათდება სახის, ენის, ხახის,  კუნთების კრუნჩხვებით, აღინიშნება ასევე ნერწყვდენა, მეტყველების შეჩერება. მოზარდთა ასაკში ხშირია სპონტანური რემისია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პტიალიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პტიალიზმი – (ბერძ. ptyalon – ნერწყვი) გაძლიერებული ნერწყვდენა შესაძლოა იყოს ნერწყვის ჰიპერპროდუქციის ან მისი გაძნელებული ყლაპვის შედეგი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

გლოსიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსიტი – ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სიმპტომურ ცვლილებებს (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და მისი აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.). ეტიოლოგია. ადგილობრივად გამაღიზიანებელი ფაქტორები, ძვლით ჩხვლეტა და სხვა ტრავმები. სიმპტომები, მიმდინარეობა. კატარული გლოსიტის დროს აღინიშნება ენაზე

Read More

აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა –

Read More