Tag Archives: ნერწყვდენა

აფთები

აფთები – aphthae დამოუკიდებელი დაავადება, ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქული, კუჭ – ნაწლავის დაავადებები) გართულება; წარმოადგენს მტკივნეულ, ზედაპირულ, პატარა მოყვითალო წყლულებს პირის ღრუს, იშვიათად კი საშოს ლორწოვანზე. პირის ღრუს აფთებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი