Tag Archives: ორგანიზმი

აგამაგლობუნილემია

აგამაგლობუნილემია – პათოლოგიური მდგომარეობა, ხასიათდება სისხლის შრატში გამაგლობულინების მკვეთრი შემცირებით ან სრული უქონლობით და ორგანიზმის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციისადმი მომეტებული ამთვისებლობით. (ს.ა. აბაშიძე, ლ.ა. აბაშიძე რუსულ – ლათინურ – ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი)  

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.