Tag Archives: ორგანიზმი

აბიოტური ფაქტორები

აბიოტური ფაქტორები – ორგანიზმზე მოქმედი არაორგანული გარემოს ფაქტორთა ერთობლიობა. ძირითადად განასხვავებენ ქიმიურ, ფიზიკურ ანუ კლიმატურ აბიოტურ ფაქტორებს.

აბიოტროფია

აბიოტროფია – (abiotrofia; ბერძ. a – უარყოფის ნაწილაკი, bios – სიცოცხლე და trofe – კვება) ორგანიზმის სისტემის ან ორგანოს დაქვეითებული ცხოველუნარიანობა. აბიოტროფიას განიხილავენ როგორც ფარულ კონსტიტუციურ ანომალიას; ხასიათდება ორგანოების ფუნქციურ – ადაპტაციური შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითებით.