Tag Archives: ორგანიზმ

რკინა

რკინა – Fe, მენდელეევის პერიოდული სისტემის მე – 8 ჯგუფის ელემენტი. მბზინავი მოვერცხლისფრო – თეთრი მეტალი. ბუნებაში გავრცელების მხრივ იგი მე – 4 ადგილზეა. აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებისათვის; შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More