Tag Archives: ორგანოებს

ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები) – განასხვავებენ თავის ქალას 12 წყვილ ნერვს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თავის ტვინთან. ადამიანის თავის ქალას ნერვებია: ყნოსვის, მხედველობის, თვალის მამოძრავებელი, ჭაღისებრი ნერვი, განმზიდველი ნერვი, სამწვერა ნერვი, სახის ნერვი, სმენის ნერვი, ენა – ხახის ნერვი, ცთომილი ნერვი, დამატებითი ნერვი, ენისქვეშა ნერვი. ქალას ნერვები

Read More

ფსევდოჰერმაფროდიტიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოჰერმაფროდიტიზმი – თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება გარეთა სასქესო ორგანოების არასწორი განვითარებით, რის გამოც გენიტალიებს აქვთ ინტერსექსუალური აგებულება ან მოგვაგონებენ საწინააღმდეგო სქესის გარეთა სასქესო ორგანოებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფისტულა

ფისტულა – fistula 1. პათოლოგიური მილაკოვანი არხი, რომელიც აერთებს ღრუ ორგანოებს  ან რომელიმე შინაგან ორგანოს კანის ზედაპირთან და ლორწოვან გარსთან; შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი 2. ფისტულა კლინიკური ტერმინი, რაც ნიშნავს ნახვრეტს.  3. ფისტულა – შინაგანი ორგანოებიდან გარეთ გამომავალი ხელოვნური ან ბუნებრივად წარმოქმნილი მილი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფასცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფასცია – (ლათ. Fascia – შემოსახვევი) შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელიც ფარავს ორგანოებს, სისხლძარღვებს, ნერვებს და წარმოქმნის კუნთების ერთგვარ ფუტლარს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედისი

უჯრედისი – 1. (tela cellulosa, tela cellularis)ანატომიაში – ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ ცხიმოვანი ქსოვილის ჩანართებით, რომელიც გარს ატყამს შინაგან ორგანოებს, ავსებს ნაპრალებს კუნთებს შორის, სისხლძარღვებს, ნერვებს და მათ ბუდეებს შორის; 2. ბიოქიმიაში – იხ. ცელულოზა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი