Tag Archives: ორგანოებს

პარაგანგლიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაგანგლიები – (paraganglia; ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ganglion ნერვული კვანძი) ენდოკრინული სისტემის ორგანოები; აპროდუცირებენ უმთავრესად კატექოლამინებსა და ერთდროულად წარმოადგენენ ნევრული სისტემის დამატებით ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ქემორეცეპტორულ ფუნქციას; ყველაზე მსხვილ პარაგანგიას წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

მარსუპიალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარსუპიალიზაცია – (ლათ. Marsupium ჩანთა, ტომარა)მუცლის, გულმკერდის ღრუს ორგანოების ცისტების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ცისტების გახსნაში, შიგთავსის ამოღებაში და მისი კედლის კიდეების ცირკულარულ გაკერვაში. ნაჩვენებია დაჩირქებული გიგანტური, განსაკუთრებით თხელკედლიანი ცისტების დროს, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი ისინი შეეზარდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს და რომელთა ამოკვეთა ან რეზექცია შეუძლებელია.

Read More