Tag Archives: ოცი

შტეინბრინსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინბრინსკის სინდრომი – ნივთიერებათა ცვლის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება. ახასიათებს პიოგენურ – ინფექციური პროცესების მორეციდივე მიმდინარეობა, ზოგადი ჰიპოპიგმენტაცია, ალბინიზმი, ოფლიანობა, ჰეპატოსპლენომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, რაც დაკავშირებულია გრანულოციტების ფუნქციის დარღვევასთან. ნეიტროფილებში არის გიგანტური სხივგადამტეხი გრანულომები. პროგნოზი მძიმეა. ავადმყოფი იშვიათად აღწევს ოცი წლის ასაკს. სინონიმები: შტეინბრინკ – ბეგუეზ

Read More

ტიმეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიმეს სინდრომი – შინაგანი სეკრეციის რამდენიმე ჯირკვლის უკმარისობის თანაარსებობა. ესენია: მკერდუკანა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი. ნიშნები: დაღლილობა, არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზრდაში შეფერხება. პირველი ფაზა იწყება სქესობრივ მომწიფებამდე  –  გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების დახურვის შეჩერება, ცვლილებები სახსრებში, თხელი თმიანობა, არადამაკმაყოფილებელი თმიანობა (წარბების, წამწამების, იღლიებში), კუნთების

Read More

ტეილორ – როზენბერგ – ჩუტორიენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეილორ – როზენბერგ – ჩუტორიენის სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. შესაძლოა გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური ან რეცესიული. ნიშნები: ადრე ასაკში გამოხატული სმენის დაქვეითება  –  სიყრუემდე. მეტყველების განვითარების შეჩერება ან ყრუ – მუნჯობა, სამი – ხუთი წლის ასაკში იწყება სიარულის დარღვევა და ქვედა კიდურების კუნთების ატროფია. სიმწიფემდე

Read More