Tag Archives: პარესთეზი

პერიფერიული ტიპი ათეროსკლეროზული ოკლუზიისა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიფერიული ტიპი ათეროსკლეროზული ოკლუზიისა – ტკივილი და პარესთეზიები ტერფებზე და თითებზე, თითებშორისი მიკოზები, ხანგრძლივად შეუხორცებადი ჭრილობები თითების ტრავმის შემდეგ. პულსაცია ბარძაყისა და მუხლქვეშა არტერიებზე შენარჩუნებულია, მაგრამ ტერფის არტერიებზე არ არსებობს. დიაგნოსტიკაში გამოიყენება რეოგრაფია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ანგიოგრაფია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

კარპოპედალური სპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარპოპედალური სპაზმი – მტევნისა და ტერფის კუნთების ძლიერი, მტკივნეული შეკუმშვა; წარმოადგენს ტეტანიის ადრეულ ნიშანს; ეს მდგომარეობა ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ჰიპოკალციემიის დროს. კარპოპედალურ სპაზმს ხშირად თან ახლავს ხელის, ფეხის თითებისა და პირის ირგვლივი მიდამოს პარესთეზიები; კუთების სისუსტე, ტიკები და კრუნჩხვები, ჰიპერრეფლექსია, ქორეა, მომატებული დაღლილობა, გაძლიერებული გულისცემა. გაფრთხილება!

Read More