პარკინსონიზმი
პარკინსონიზმი parkinsonism
პარკინსონიზმი – ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დარღვევით; ვლინდება აკინეზიით, კუნთების ტრემორითა და რიგიდულობით.
პარკინსონიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება ვითარდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგად, რომლებიც მოქმედებენ ქერქქვეშა განგლიებზე: ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეპტიკები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იდიოპათიკური ფორმა და წამლისმიერი პარკინსონიზმი. აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შავ სუბსტანციაში, რაც იწვევს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.