Tag Archives: პაციენტი

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

ადენოიდექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ადენოიდექტომია – ადენოიდების ქირურგიული ამოკვეთა.იმ პაციენტებს უტარდება,ვინც ექსუდაციური ოტიტით არიან დატანჯული ან თუ მათთვის გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა.

რესპოდენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპოდენტი – (ფსიქოლოგია) (ინგლ. respondent – მოპასუხე) სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის მონაწილე, რომელიც გამოდის გამოკითხულის როლში. გამოკვლევის ხასიათის მიხედვით, რესპოდენტი შესაძლოა წარმოდგეს, როგორც გამოსაცდელი, კლიენტი, ინფორმანტი, პაციენტი, ან უბრალოდ, თანამოსაუბრე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერეზის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერეზის ნიშანი – (J. Perez) 1. ფილტვების მიდამოში აუსკულტაციით გამოვლენილი ტკაცუნი, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაში ხელს სწევს ზევით ან ქვევით უშვებს; ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფიბროზული მედიასტინიტის, ასევე აორტის რკალის ანევრიზმის დროს. 2. პლევრის ხახუნი, რომელიც მოისმინება გულმკერდის ზედა მესამედში, როდესაც ავადმყოფი ხელს ზევით სწევს ან უშვებს

Read More

ლეიჩტენსტერნის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიჩტენსტერნის სიმპტომი – ტკივილის წარმოქმნა კიდურებზე არაძლიერი ზეწოლისას. ეს სიმპტომი ვლინდება ზურგის ტვინის მენინგიტის დროს. პაციენტი შესაძლოა შეკრთეს, მკვეთრად დაიხიოს უკან ან ხმამაღლა წამოიყვიროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა